ფერნანდესი: "პაკომ რთული არჩევანი გააკეთა"
კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, რობერტო ფერნანდესმა პაკო ალკასერის შესახებ ისაუბრა, რომელმაც "ბლაუგრანას" რიგებში მიმდინარე სეზონში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.
"თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ალკასერს საკმაოდ მცირე სათამაშო პრაქტიკა ექნებოდა. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ის კონკურენციას მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელებს უწევს. პაკომ რთული არჩევანი გააკეთა.
სუარესი ალკასერისთვის იდეალური თავკაცია. პაკო შანსს უნდა დაელოდოს. ლუის ენრიკემ მას სიმშვიდის შენარჩუნება ურჩია, სხვაგვარად ის მოედანზე თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას ვერ შეძლებს." - თქვა ფერნანდესმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]