ნეიმარი: "ალვეში მენატრება, მას ყოველთვის შეეძლო განწყობის ამაღლება"

ნეიმარი: "ალვეში მენატრება, მას ყოველთვის შეეძლო განწყობის ამაღლება"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ნეიმარმა, კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ გუნდში თავის ცხოვრებაზე ისაუბრა.

"ახლა ჩემთვის ბევრად ადვილია "ბარსელონაში" თამაში. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ფეხბურთელები, რომლებმაც აბსოლუტურად ყველაფერი მოიგეს, საკმარისად მოკრძალებულად იქცევიან.

ბრაზილიაში ჩვენ თამაშის სხვანაირი სტილი გვქონდა, ყველაფერი სხვაგვარად იყო, ამიტომაც თავდაპირველად ადაპტირება გამიჭირდა.

მნიშვნელოვანია კარგი მწვრთნელის ყოლა. ლუის ენრიკე - საუკეთესო მწვრთნელია, რომელიც ოდესმე მყოლია.

მე დანი ალვეშის მადლიერი ვარ - მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ის მენატრება, რადგან ყოველთვის ბევრს ხუმრობდა და მარტივად შეეძლო განწყობის ამაღლება. მე ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ დანი ალვეშს ვერავინ შეედრება." - თქვა ნეიმარმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lukacule
    სტუმარი [?]
    #5 22 ოქტომბერი 2016 18:01
    0
    dani mec menatreba :-(
    Montekristo
    სტუმარი [?]
    #4 22 ოქტომბერი 2016 13:06
    0
    ციტატა: Tornik3
    ლუის ენრიკე საუკეთესო მწვრთენლიაო ვინც ოდესმე მყოლიაო ?

    ხოო რა გაგიკვირდა? ვინმე უკეთესი ყავდა?
    Tornik3
    სტუმარი [?]
    #3 22 ოქტომბერი 2016 12:57
    0
    ლუის ენრიკე საუკეთესო მწვრთენლიაო ვინც ოდესმე მყოლიაო ?
    giorgi bukia
    სტუმარი [?]
    #2 22 ოქტომბერი 2016 08:59
    0
    არა მარტო შენ ჩვენც გვენატრება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 ოქტომბერი 2016 02:39
    0
    ხოაბა ყველაზე ცანცარა და მხიარული მასხარა ჩვენი დანი ალვესი smile