ტებასმა საპასუხო კომენტარი გააკეთა

ტებასმა საპასუხო კომენტარი გააკეთა

ესპანეთის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა "ბარსელონას" ფეხბურთელების საქციელზე კომენტარი გააკეთა. საპასუხოდ კატალონიელებმა სპორტის ადმინისტრაციულ ტრიბუნაში საჩივარი შეიტანეს.

ამის მიზეზი ტებასის კრიტიკა გახდა, რომელმაც "ბლაუგრანას" ფეხბურთელების საქციელი არ მოიწონა.

შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლი, "ბარსელონელებმა" მასპინძელი გუნდის ქომაგთა ტრიბუნასთან ახლოს აღნიშნეს. ამან დაპირისპირება გამოიწვია. "ვალენსიას" ფანმა სტუმართა მოთამაშეების მიმართულებით ბოთლი ისროლა.

სროლის შემდეგ ლუის სუარესი, ნეიმარი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ძირს დაეცა. ტებასი და მისი თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელები სიმულირებდნენ.

"ბარსელონას" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტებასისთვის უმჯობესია სტადიონზე დისციპლინის დამყარებასა და ძალადობის შემცირებაზე იზრუნოს.

"ძალადობის თაობაზე ისინი ცდებიან. თუ ვინმეს აქვს მორალური უფლება, რომ ამ თემაზე ისაუბროს, მაშინ ეს მე ვარ. ბართომეუსა და მედიას შევახსენებდი, რომ თავის დროზე მესი, როსელი და პიკე დავიცავი, როცა მათ ირგვლივ გამეფებული უსამართლობა შევამჩნიე." - განაცხადა ტებასმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    barcamaria
    სტუმარი [?]
    #3 29 ოქტომბერი 2016 12:47
    0
    au kai iyo :-D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 ოქტომბერი 2016 17:15
    0
    მერე უსამართლობის დაცვა დაყვედრება კი არა ყველას მოვალეობაა შე სიროო და რასაა რო ბაზრობს ეგ ვაფშე როგორ ზიპრზიდენტის სკამზე ეგ გაუნათლებელი ჩოლიარიიი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 ოქტომბერი 2016 16:28
    0
    დიდი მადლობა სენიორ ტებას რომ ოდესღაც პიკე და მესი დაიცავით.თქვენ ძაან მაღალსულოვანი ადამიანი ხართ.

    ტიპმა იმინნა აგიარა რო ბარსას ვერ იტანს აბა რას ნიშნავს პიკე და მესი დავიცავი, როცა უშაულოდ მაგის სამსახურია ფეხბურთელების დაცვა მითუმეტეს თუ მართლები იყვნენ.