ბართომეუ: "ტებასმა დაუფიქრებელი კომენტარი გააკეთა"
"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის თავკაცზე, ხავიერ ტებასზე მორიგ კომენტარს აკეთებს.
ცოტა ხნის წინ, ტებასმა, "ვალენსიას" გულშემატკივრებთან კონფლიქტის გამო, "ბარსელონას" ფეხბურთელები გააკრიტიკა. კატალონიური კლუბის მხრიდან საპასუხო კრიტიკამ არ დააყოვნა და "ბარსამ" მას სპორტულ ტრიბუნალშიც უჩივლა.
"ბატონმა ტებასმა თავისი აზრი დაუფიქრებლად გამოთქვა. კლუბებისა და ლიგის პრეზიდენტები ვალდებულნი არიან კონფლიქტურ დროს სიტუაცია განმუხტონ და სტანდარტები დააწესონ.
მომხდარი ძალიან გვაღელვებს და ტრიბუნალში საჩივრის შეტანა ამის გამო გადავწყვიტეთ. ამ ორგანიზაციამ უნდა შეაფასოს და განსაზღვროს, ხომ არ გამოიწვია გავრცელებულმა კომენტარებმა სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა.
ტებასთან უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ის ჩვენ და სხვა კლუბებმა ავირჩიეთ. თუმცა, ახლა, სიტუაცია შეიცვალა და მან ჩვენი ნდობა დაკარგა.
რაც შეეხება "ბარსელონას" ფეხბურთელების ქმედებას - სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს, უნდა დაისაჯონ თუ არა ისინი. ამიტომ, საბოლოოდ გადაწყვეტილებას ველით."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]