ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ "გრანადასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"მესტალიაზე" მომხდარი ინციდენტის შესახებ აღარ ვისაუბრებ. ჩვენ კლუბს ღირებულებები გააჩნია, რისი მიმდევრებიც ბოლომდე ვიქნებით. ცეცხლზე ნავთს აღარ დავასხამ.
ჩვენი მიზანია ვითამაშოთ ფეხბურთი და არა ზიანი მივაყენოთ მეტოქე გუნდის მოთამაშეებს. ვცდილობთ ეს მიდგომა ყველას გავუზიაროთ. ყოფილა სეზონები, როცა ყველაზე ნაკლები ბარათი გვქონდა - უბრალოდ შეხედეთ "ფეირ პლეის" პრიზებს, რაც გასულ წლებში მივიღეთ.
შოუს დადგმას გავაგრძელებთ. ვითამაშებთ ისეთ ფეხბურთს, რითიც ჩვენი გულშემატკივრები იამაყებენ.
ტრავმებით გამოწვეული პრობლემა სიახლე არ არის. თამაშის გართულება არ გვჭირდება. სეზონის ამ პერიოდში ფეხბურთელები განსაკუთრებული სიხშირით ზიანდებიან. საჭიროა იცოდე, თუ როგორ გაუმკლავდე ამას." - განაცხადა ლუის ენრიკემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]