ლუის ენრიკე: "ახალ ლიდერს არ ვეძებთ"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გუშინ გამართა პრესკონფერენცია, სადაც რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.
"ჩვენ მხოლოდ ერთი ქულით ვუსწრებთ ბატე-სა და "ბაიერს", ასე რომ დასვენების სშუალება არ გვაქვს. ეს არ იქნება მარტივი თამაში. ფოკუსირებულნი ვართ, რათა თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ.
ნეიმარი – ჩვენი ახალი ლიდერი? ახლა ვცდილობთ ვიმოქმედოთ, როგორც კარგად ორგანიზებულმა მანქანამ, ჩვენ გვყავს ჩვენი ლიდერი – ლიონელ მესი, ახალს არ ვეძებთ.
ვიცით, რომ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. დაცვაში პრობლემების გამო ბევრი გოლი გავუშვით? არავითარ შემთხვევაში, ეს მხოლოდ დაცვის პრობლემა არ არის, ეს მთელი გუნდისა და მწვრთნელის პრობლემაა. ჩვენ ვცდილობთ, რომ გამოსავალი ერთობლივად ვეძებოთ და ყოველ კვირას, სწორედ ამაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ ბოლო მატჩში გარკვეული ხარვეზების გამოსწორება დავიწყეთ.
დეკემბერი მალე მოვა. დიახ, არსებობს პრობლემები, საჭიროა გუნდის გაძლიერება, როტაციები. გულშემატკივრები, რომლებიც მხარს 100%–ით გვიჭერენ, ჩვენ გვჯერა მათი ძალის. ეს სიტუაცია გვაიძულებს, რომ ვიყოთ უფრო ძლიერები." – განაცხადა ენრიკემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]