პრევიუ: "რუბინი" – "ბარსელონა"

პრევიუ: "რუბინი" – "ბარსელონა"

როგორც მოგეხსენებათ სამშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩები, რომელშიც კატალონიური "ბარსელონაც" იღებს მონაწილეობას. "ბარსა" ხვალ რუსულ "რუბინს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ბლაუგრანამ ჯგუფის პირველ მატჩში "პანათინაიკოსთან" გამარჯვება მოიპოვა. წინა წელს კი ამავე ეტაპზე "რუბინი" და "ბარსა" ერთმანეთს ყაზანში დაუპირისპირდნენ, სადაც რუსებმა 3 ქულის აღება შეძლეს...

მიუხედავად კარგი სტარტისა "რუსეთში" კატალონიელებს მარტივი გასეირნება არ ელით. ამის თქმა შარშანდელ მაგალითზეც შეგვიძლია. ყველას კარგად მოეხსენება თუ რა მოხდა შარშან "რუსეთის სპორტის დედაქალაქში". მითუმეტეს, რომ ამ ზაფხულს რუსები განელი თავდამსხმელით, ობაფემ მარტინსით გაძლიერდა, რომელიც მილანის "ინტერის", "ნიუკასლ იუნაიტედისა" და "ვოლფსბურგის" ღირსებას იცავდა. ასევე "რუბინმა" შეძლო და "ბუნდესლიგიდან" გადმოიბირა ნახევამრცველი, კარლოს ედუარდო, რომელიც შეეცდება პრობლემები შეუქმნას ბრაზლიელ დანი ალვესს. ბოლო საერთაშორისო ტრანსფერი იყო იტალიელი ცენტრ ბექი, სალვატორე ბოჩეტი, რომელიც რუსების დაცვისთვის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს.

საბედნიეროდ ტრავმირებული ფეხბურთელები კატალონიელებს ცოტა ყავთ. როგორც მოგეხსენებათ ლეო მესიმ "ატლეტიკო მადრიდთან" მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო, "რუბინთან" მატჩში კი პეპ გუარდიოლამ არგენტინელი განაცხადში შეიყვანა, მაგრამ მისი თამაში საეჭვოა. იგი მოედანზე შესაძლოა მეორე ტაიმში ვიხილოთ, მაგრამ ისიც მაშინ, თუ "ბარსა" წაგების საფრთხის ქვეშ იქნება. ლეო "ბარსასთვის" დიდი ძალაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდში არის ისეთი ფეხბურთელი, როგორიც დავიდ ვილიაა. მან "ლა ლიგაში" ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩში წითელი ბარათის აღება შეძლო და ამიტომ გუარდიოლა მის გამოყენებას მაქსიმალურად ეცდება. ასევე დიდი შანსია მოედანზე ვიხილოთ პედრო როდრიგესი, რომელმაც ბოლო მატჩი "სან მამესზე" შეუცვლელად ჩაატარა. გუნდში დაბრუნდა ფრანგი ერიკ აბიდალიც, რომელიც დაცვას უფრო გააძლიერებს, მითუმეტეს, რომ ბოლო მატჩში ბრაზილიელმა ადრიანომ ტრავმის მიღება მოახერხა. "ბარსა" "ლა ლიგას" შემდეგ მატჩს "მალიორკას" წინაამღდეგ, კვირას გამართავს, რაც ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას არ აძლევს.

ვარაუდი


ყაზანის "რუბინი" ძალიან ძლიერია ფლანგებზე და შეტევებში. ასე, რომ "ბარსა" ამისთვის მზად უნდა იყოს. რუსებს ალბათ თავდასხმაში თამაში გაუჭირდებათ, რადგანაც წესით და რიგით ისინი თამაშის ჩაკეტვას უნდა შეეცადონ და აქცენტები კონტრ–შეტევებზე გააკეთონ. "ბარსასთვის" ეს იქნება რთული გასვლითი მატჩი რუსების წინაამღდეგ.

ანგარიში: "რუბინი" 2:4 "ბარსელონა"


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.