რატომ ეწვია კოუტინიო "ბარსელონას"?
ინგლისური "ლივერპულის" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ფილიპე კოუტინიომ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც, მან, რამდენიმე დღის წინ, "ბარსელონას" სასტუმრო მანჩესტერში მოინახულა.
ბოლო დროს, "ბარსელონასა" და კოუტინიოს ერთმანეთს აქტიურად უკავშირებენ. ჭორების გავრცელებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ მანჩესტერში ჩემპიონთა ლიგის მატჩის ჩასატარებლად ჩასულ კატალონიელებს ბრაზილიელი ნახევარმცველი სასტუმროში ეწვია.
თავად კოუტინიოს თქმით, მანჩესტერში მისი ჩასვლის მიზეზი ყოფილ თანაგუნდელთან, ლუის სუარესთან შეხვედრა იყო. მან ურუგვაელს თავისი 3 წლის ქალიშვილი გააცნო და სუარესისგან, "მანჩესტერ სიტი"-"ბარსელონას" თამაშების ბილეთები მიიღო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]