მესი: "სწორედ ამ არამზადას დამსახურებაა, რომ..."
კატალონიელმა ჟურნალისტმა ჩავი კამპოსმა, გადაცემა "El Club De La Mitjanit"-ის პირდაპირ ეთერში, ლიონელ მესისა და ლუის სუარესის ურთიერთობის საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.
არგენტინელი ფორვარდი, ურუგვაელ ცხრიანს მაშინ დაუახლოვდა, როცა მუხლი სერიოზულად დაიზიანა.
ლეომ მუხლის ტრავმა, 2015 წლის სექტემბერში, "ლას პალმასის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო. მესი ყავარჯნებით გადაადგილდებოდა, შესაბამისად ავტომობილის მართვა არ შეეძლო. 4 გზის ოქროს ბურთის მფლობელს (იმ პერიოდში) ურუგვაელი დაეხმარა, რომელიც მასთან ახლოს ცხოვრობდა.
სუარესი ყოველდღიურად ატარებდა "ბარსას" ათიანს სავარჯიშო ბაზაზე. სწორედ ამის წყალობით მათი ურთიერთობა გამყარდა.
ლეოსა და ლუისს ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ. მესი სუარესზე სახუმარო ტონით ხშირად საუბრობს: "სწორედ ამ არამზადას დამსახურებაა, რომ უკეთესი ადამიანი გავხდი".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]