"ბარსელონა" სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

"ბარსელონა" სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

"ბარსელონას" პრეს-მდივანი ჟოსეპ ვივესი მადრიდის სასამართლოს მიერ ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებული პროცესის განახლების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მადრიდის სასამართლომ გადაწყვიტა განეახლებინა ნეიმარის პროცესი, რომელიც ივლისში დაიხურა. საქმე ბრაზილიელის "სანტოსიდან" "ბარსელონაში" ტრანსფერს ეხება.

"შოკირებულები ვართ. სასამართლო ჩვენ გაოცებას ყოველდღიურად ახერხებს. ნეიმარის საქმეში არც თაღლითობა ყოფილა და არც კორუფცია - მხოლოდ ტრანსფერი. როდესაც ერთსა და იმავე ფაქტს მადრიდსა და ბარსელონაში ერთმანეთისგან განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევენ, ეს მიუღებელია.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ."

ოფიციალური ინფორმაციით, "ბარსელონას", 2013 წელს, ნეიმარის ტრანსფერი 57.1 მილიონი ევრო დაუჯდა. აქედან 17.1 მილიონი "სანტოსმა" მიიღო, ხოლო 40 მილიონი - კომპანიამ, რომელსაც ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების დიდი ნაწილი ეკუთვნოდა.

ესპანეთის პროკურატურის აზრით, კატალონიურ კლუბს ტრანსფერი, რეალურად, გაცილებით ძვირი დაუჯდა. სამართალდამცავები კლუბის მაშინდელ პრეზიდენტს, სანდრო როსელსა და ვიცე-პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს (რომელიც ამჟამად პრეზიდენტის პოსტს იკავებს) თაღლითობასა და 13 მილიონი ევროს მითვისებაში ადანაშაულებენ.

ბართომეუმ განაცხადა, რომ გადასახადების გათვალისწინებით, ნეიმარის ტრანსფერი 86.2 მილიონი ევრო დაჯდა, მაგრამ პროკურატურა მიიჩნევს, რომ თანხამ 100 მილიონს გადააჭარბა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ბათუმსკი92
    სტუმარი [?]
    #4 8 ნოემბერი 2016 22:04
    0
    ამიტომ უნდა გამოეყოს ბარსელონა მადრიდს და დამოუკიდებლობა მიიღოს
    davidusi 2020
    სტუმარი [?]
    #3 8 ნოემბერი 2016 11:53
    0
    მადრიდში ყველაფერს აკეთებენმ რომ ბარსაზე ზეგავლენა მოახდინონ, რეალმა გაიმარჯვოს.სულ სინდისი დაკარგენ
    bacho-barca21
    სტუმარი [?]
    #2 8 ნოემბერი 2016 11:36
    0
    ციტატა: best club forever
    რა წაიღეს ტვინი,რაც გადმოვიდა ნემო მერე არ ეშვებიან,სულ სასამართლოში აქვს საქმე,ფეხბურთის თამაშზე იფიქროს კაცმა თუ სასამართლო პროცესებზე

    yvelanaerad cdiloben rom barcas problemebi sheuqmnan .

    jer iyo mesi . mesize araferi ar gamouvidat mere suareszec iyo mgoni da kide neimarze. ar gamikvirdeba mesize kide rom zewola am mxriv
    TERMINATORI
    სტუმარი [?]
    #1 8 ნოემბერი 2016 11:32
    0
    რა წაიღეს ტვინი,რაც გადმოვიდა ნემო მერე არ ეშვებიან,სულ სასამართლოში აქვს საქმე,ფეხბურთის თამაშზე იფიქროს კაცმა თუ სასამართლო პროცესებზე