დრამატული სიტუაცია დაცვის ხაზში: ბოსს რამდენიმე გამოსავალი აქვს

დრამატული სიტუაცია დაცვის ხაზში: ბოსს რამდენიმე გამოსავალი აქვს

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურში, კატალონიის "ბარსელონა" "მალაგას" უმასპინძლებს. ლუის ენრიკეს მეტოქესთან გამკლავების გარდა სხვა საფიქრალი აქვს. ფიფას ვირუსმა "ბლაუგრანას" მორიგი ფეხბურთელი დააზიანა. სერჟი რობერტომ აქილევსის მყესის არეში ტკივილი იგრძნო.

ამის გარდა, ნაკრების განკარგულებაში მყოფი სხვა ფეხბურთელები შესაძლოა კლუბს ძალიან დაღლილები დაუბრუნდნენ. ვნახოთ რა მდგომარეობაა დაცვის ხაზში.

მარჯვენა მცველის პოზიცია

სერჟი რობერტო ტრავმირებულია, ხოლო ალეიშ ვიდალი უკვე დიდი ხანია ლუის ენრიკეს გუნდის ნაწილად აღარ ითვლება. ესპანელი ფეხბურთელი ოსტრაკიზმში ცხოვრობს. სარეზერვო გუნდის წევრი, ნილი პერდომოც დაზიანებულია. ის 1 თვეს გამოტოვებს. "ბლაუგრანას" ბოსი ვალდებულია მარჯვენა მცველი იპოვოს.

დაცვის ცენტრი

სამუელ უმტიტი ლაზარეთში იმყოფება.

ლუის ენრიკე იმედოვნებს, რომ ჟერარ პიკე "მალაგასთან" მატჩისთვის სრულად გამოჯანმრთელებას მოასწრებს. ესპანელი მცველი ექიმთა ნებართვას ელოდება.

პიკე 1 თვის მანძილზე ტრავმირებული იყო, შესაბამისად "მალაგასთან" მატჩის სრულად ჩატარება გარკვეულ რისკს შეიცავს. მატიე იმავე მდგომარეობაშია.

ხავიერ მასკერანო გუნდს "მალაგასთან" მატჩამდე 48 საათით ადრე დაუბრუნდება. მას რთული შეხვედრა ელის წინ. ლუჩომ შესაძლოა სარეზერვო გუნდის ფეხბურთელი, მარლონ სანტოსი გამოიძახოს.

მარცხენა მცველის პოზიცია

ლუკა დინს არანაირი დაზიანება არ აქვს. "ბარსელონას" მიერ გამართულ უკანასკნელ 6 შეხვედრაში ფრანგმა მცველმა მოედანზე, 90 წუთი დაჰყო. ჟორდი ალბამ პიკესა და მატიეს მსგავსად სერიოზული ტრავმა მოიშუშა. სავარაუდოდ ფეხბურთელი "მალაგასთან" მატჩისთვის მზად იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    BOJAN KRKIC.
    სტუმარი [?]
    #8 14 ნოემბერი 2016 13:12
    0
    მარჯვნივ ვიდალი თუ არა ბარსა ბ ს კაპიტანი პალენსიაც ძალიან მაგარი ბიჭია და უნდა მისცეს ხოლმე შანსი... მაგრამ ეგრევე მალაგასთან რთულია ცოტა...

    მარლონი გამიხარდებოდა ძალიან
    10 leo
    სტუმარი [?]
    #7 14 ნოემბერი 2016 00:09
    0
    ხო და ალბა მარცხნივ დინი მარჯვნივ და მარლონი გამოძახოს და ვსოო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 ნოემბერი 2016 23:17
    0
    ციტატა: tiglatfalasari
    ტერ შტეგენი-ბუსკეტსი, მასკერანო, ვიდალი, დინი-რაკიტიჩი, დენის სუარესი, ანდრე გომეში-მესი, ნეიმარი, ალკასერი.

    ტრამვირებული ფეხბურთელების არყოფნის შემთხვევაში ნორმალური შემადგენლობა იქნება
    ♤ კატალონიელი ♤
    სტუმარი [?]
    #5 13 ნოემბერი 2016 22:57
    0
    ტერ შტეგენი ეგრევე ლუჩო sweat_smile
    Lionel Messi - Pure Magic
    სტუმარი [?]
    #4 13 ნოემბერი 2016 22:40
    0
    ციტატა: tiglatfalasari
    ბუსკეტსი

    ბუსკეტსი მცველად იგივეა რაც რონალდო კარში :)) რამდენჯერაც დააყენა თავის დროზე გვარდიოლამ ცენტრში იმდნჯერ დაგვღუპა.. არსენალთან მატჩი რად ღირს მარტო გასახსენებლად..
    leto10
    სტუმარი [?]
    #3 13 ნოემბერი 2016 22:02
    0
    ციტატა: ani-barca10
    ალბა მარლონი პიკე მასკერანო

    მასკერანოს და ალბას ადგილები შეუცვალე და ეგაა :D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ნოემბერი 2016 21:56
    0
    Martlac rtuli mdgomareobaa!
    cinto99
    სტუმარი [?]
    #1 13 ნოემბერი 2016 21:40
    0
    ზალიან რთული მდგომარეობააა