მკითხველთა რეაქცია დღის ყველაზე პუპულარულ სიახლეზე

მკითხველთა რეაქცია დღის ყველაზე პუპულარულ სიახლეზე

მადრიდული Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელ მესი "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. მედიას ამის სჯერა, ხოლო მკითხველს - ნაკლებად.

გამოცემა Marca პირად წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ივლისის შუა რიცხვებში, მესიმ თავის მამას სთხოვა "ბარსელონას" ხელმძღვანელობისთვის, კონტრაქტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაენდო. არგენტინელი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს.

ეს ინფორმაცია განსაკუთრებით შთამბეჭდავად მაშინ გამოიყურება, როცა მას Marca ჩვეულ სტილში, ემოციურად გადმოგვცემს:

"მესიმ ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა ცოლთან ერთად იბიცაზე განტვირთვას ცდილობდა.

არგენტინელს თავში რამდენიმე ვარიანტი უსასრულოდ უტრიალებდა, ბოლოს კი მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს: არ გაახანგრძლივოს კონტრაქტი და დაელოდოს მიმდინარე ხელშეკრულების ვადის ამოწურვას, რომ ყველაფერზე კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდეს.

მან აზრები მამასა და კიდევ ერთ ადამიანს გაუზიარა, მათ კი ფეხბურთელის გადაწყვეტილება "ბარსელონას" პრეზიდენტ, ხოსეპ მარია ბართომეუს აცნობეს.

ბართომეუმ ფეხბურთელს კარგად დაფიქრება თხოვა.

"ვცდილობთ მესის ავუხსნათ, რომ ის ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობს."- განაცხადა პრეზიდენტმა. მას შემდეგ, მხარეებს შორის ოფიციალური კონტაქტი აღარ ყოფილა."

ნამდვილად დრამატულია, მაგრამ შეესაბამება თუ არა სიმართლეს?

ეს ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში სწრაფად გავრცელდა. "პანიკა "ბარსელონაში, მესი მიდის." - წერს არასაფეხბურთო გამოცემა Economista.

მასობრივი ინფორმაციის სხვა წყაროები შედარებით მოკრძალებულად ასათაურებენ მოვლენებს: "კატალონიელებს მესისთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ", "ყველა ლეოს ელოდება" და ასე შემდეგ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს პოპულარული პორტალის ABC-ს ქმედება, რომელმაც თითქოს თავად მესის სიტყვების ციტირება მოახდინა: "კონტრაქტს ლუის სუარესის შემდეგ გავახანგრძლივებ". ეს არც თუ ისე დამაჯერებლად ჟღერს.

კატალონიური გამოცემა Sport კომპრომისზე არ მიდის: "მესი კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ბართომეუ დარწმუნებულია, რომ საკითხი მალე გადაწყდება".

Diariogol, რომელსაც ოფისები მადრიდსა და ბარსელონაში აქვს, იტყობინება, რომ რეალურად შეფერხების მიზეზი თავად ლეო კი არა, მისი მამა, ხორხე მესია, ვინც კატალონიური კლუბისგან მაღალ ანაზღაურებას ითხოვს (60 მილიონი ევრო წელიწადში).

მკითხველთა რეაქცია. "ეს ხომ Marca-ა"

Marca-ს საიტზე ახალ ინფორმაციას 200 გამოხმაურება უცებ დაუგროვდა. მკითხველები ამ სიახლისადმი საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ კომენტარებს რომლებიც, რაციონალურ ეჭვსა თუ სარკაზმს შეიცავენ.

- დიახ, რა თქმა უნდა. მესიმ უცებ იპოვა Marca-ს ჟურნალისტი, რომ ეს ინფორმაცია მისთვის მოეყოლა.

- უბრალოდ მესის "გრანადაში" გადასვლა სურს, რომ ტიტულების მოპოვება დაიწყოს.

- ეს ხომ Marca-ა. ხვალ ისინი გაარკვევენ, რომ საუბარი "ბარსელონაზე" კი არა მობილურ ოპერატორზე მიმდინარეობს.

- ველოდებით მესის "რეალის" სარეზერვო გუნდში. ედეგორთან ის საოცნებო დუეტს ჩამოაყალიბებს.

- Marca, გთხოვთ შეწყვიტეთ. ანგარიში გაუწიეთ სპორტსა და ჟურნალისტიკას. სისულელეებს ნუ აქვეყნებთ.

- ეს უბრალოდ Marca-ა.

- ვფიქრობ, ლეოს ისტორიაში ყველაზე დიდი კონტრაქტი სურს. ის ამას იმსახურებს, მაგრამ აქვს თუ არა კლუბს შესაბამისი თანხა?

- ეს რომ სიმართლე აღმოჩნდეს? მაშინ "ბარსელონას" დღეები დათვლილია.

- ეს ის მესი არ არის, რომელიც გამუდმებით ახალ კლუბს უერთდება, მას მერე რაც 17 წელი შეუსრულდა?

- "გრიზმანი "ატლეტიკოს" ტოვებს" - ამ თრილერის ავტორებმა მეორე ნაწილი გამოუშვეს სახელად: "მესი "ბარსელონადან" მიდის". რატომ წერენ ისინი ასეთ სიახლეებს დერბისა და "კლასიკოს" წინ? ნუთუ ეს დამთხვევაა?

- Marca, რა მოხდა, დე ხეა დიდი ხანია "რეალში" გადავიდა?

- მესიმ "ბარსელონას" მთელი კარიერა მიუძღვნა და არამგონია კომფორტის ზონა დატოვოს.

- ახლა კი გადავერთოთ სერიოზულ სიახლეებზე...

- გამოდის, რომ მედიას მესის ოჯახში პირადი წყარო ჰყავს.

- ჯერ-ჯერობით კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია. ნუთუ ეს სიახლეა? Marca-სთვის კი!

- "რეალს" ვგულშემატკივრობ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს ტყუილია. ვერ წარმომიდგენია ჩემპიონატი მესის გარეშე.

- მადრიდელები ოცნებობენ.

- რა თქმა უნდა ხელი არ მოუწერია. ის ვაჭრობს. ეს პირველად არ ხდება.

ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომ მოლაპარაკებები მესისა და "ბარსელონას" შორის ძალიან ნელა მიმდინარეობს. ამის მიზეზი ფინანსური ფეირ-პლეია, რომელიც კლუბს ეკონომოკურ საკითხებში შეზღუდვებს უწესებს.

მხარეები შეზღუდვების თავიდან აცილებას ცდილობენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    kvachi
    სტუმარი [?]
    #3 14 ნოემბერი 2016 20:40
    0
    ბიჯო წავიდეს გავუშვათ :) ვახხხ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 ნოემბერი 2016 20:31
    0
    1 წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ სადაც არ უდნა წავიდეს ყველგან გაქაჩავს, მაგრამ იმაში დარწმუნელბული, ვარ რომ ტიტულების ნაკლებობა ექნება მერე. რადგან საათივით აქ აწყობილი, უკე რამდენი წელია მესის ბარსაში ყველაფერი. ბოლომდე იცნობს გულშემატკივრებს, თამაშის სტილს, შტაბს, მწვრთნელებს და ასე შემდეგ. და უცბათ სხვა გუნდში რა პონტში უნდა მოუნდეს გადასვლა. როცა ბარსაში, რომ დააამთავრებს კარიერას არა მხოლოდ კლუბის ლეგენდა და ნომერ პირველი მოთამაშე არამდენ მთელ მსოფლიოში გარანტირებული აქ. და რატო უნდა დააყენოს ეჭვ ქვეშ თავისი მომავალი? ასე რომ სისულელეა და თან დიდი სისულელე. და ნე დაი ბოგ და წავიდეს სადმე მე პირადად ჩავთვლი, რომ მაგარი ქლიავი ყოფილა და არ გვცოდნია, როგორც ასეთი პიროვნება. ბაზარი არაა ბარსამ ბავშვობაში დაეხმარა და მესიმ ათმაგად და ასმაგად გადაუხადა, მაგრამ ამ მომენტისათვის სხვა ევრიპულ გუნდში ამის გადასვლა არავითარ შემხვევაში არ შეიძლება. აი 29 წლის ხო არის. რო მოუნდეს ამას კიდე ორ მსოფლიოს ითამაშებს, მაგრამ რაღაც არ მგონია. დიდი ალბათობით 32-33 წლამდე დარჩება ბარსაში და 34 ან 35 წლის დაამთავრებს კარიერას. რატომღაც ასე მგონია. და აი რონალდუ რო იძახის 40 წლამდე ვითამაშებო, მანამ სანამ არ გაიბანძებს თავს და თავის კარიერას ლაქას არ მოსცხებს არ მოისვენებს ეგ ადამიანი. : )))
    ronaldinho-messi
    სტუმარი [?]
    #1 14 ნოემბერი 2016 18:37
    0
    Dzalian bevri fuli sheuvidda marcas