რაკიტიჩი, გომეში და სილესენი კლუბს შეუერთდნენ
"მალაგასთან" მატჩამდე 4 დღით ადრე, ლუის ენრიკეს არასრულ შემადგენლობას, ივან რაკიტიჩი, ანდრე გომეში და იასპერ სილესენი შეუერთდნენ. სამშაბათს დილით "ბარსელონამ" სავარჯიშო სესია გამართა.
სამეული სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბს დაუბრუნდა. ხორვატი ნახევარმცველი ეროვნულ გუნდს ირლანდიასთან მატჩის წინ გამოეთიშა.
"სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე" გამართულ სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა სარეზერვო გუნდის 5-მა ფეხბურთელმა მიიღო: მარლონი, კარბონელი, აბელედო, ალფარო და მარკ კარდონა.
გუნდი ხვალაც ივარჯიშებს, ცენტრალური ევროპული დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 14:00).
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]