მარკ მარკესი: "მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა"
ესპანელი მოტომრბოლელი და "ჰონდას" პილოტი მარკ მარკესი მიიჩნევს, რომ კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელ, ლიონელ მესისთან ახლო ურთიერთობა ბევრ ადამიანს არ აქვს. თავად მარკესი პირადად იცნობს არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანს.
"მესი როცა გავიცანი ძალიან მშვიდ და დადებით პიროვნებად მომეჩვენა. თუ მოტოსპორტის სამყაროში დიდ ზეწოლას განიცდი, წარმოდგენაც კი არ მინდა იმისა, თუ რასთან აქვთ საქმე ფეხბურთელებს.
ლეოს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია და ყველას ჰგონია, რომ მისი ესმის. რეალურად ცოტა ადამიანი თუ უგებს მესის.
მესი მოედანზე ყველას უმტკიცებს, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა და თანამედროვე მოთამაშეებს შორისაც ლიდერობს." - ციტირებს მარკესს Mundo Deportivo.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]