სავიოლა: "ინიესტა თამაშის ყველა ასპექტში შთამბეჭდავია"
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელის, ხავიერ სავიოლას აზრით, უსამართლობაა ის, რომ ჩავისა და ანდრეს ინიესტას "ოქროს ბურთი" არასდროს მოუგიათ. კატალონიური კლუბის ექს-ფორვარდის თქმით, ესპანელი ნახევარმცველები კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ჩრდილში არიან.
"ინიესტა თამაშის ყველა ასპექტში შთამბეჭდავია. ის ბურთთან შესანიშნავად მუშაობს და ფეხბურთს ჯადოსნურს ხდის.
სასიამოვნო იქნება, თუ ის "ოქროს ბურთს" მოიგებს. ეს ჩავისაც ეხება. პრობლემა ისაა, რომ მათი აყვავების პერიოდი კრიშტიანუ რონალდუსა და მესის ეპოქას დაემთხვა." -განაცხადა სავიოლამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]