პიკე: "კამპ ნოუზე" ქულები არ უნდა დაგვეკარგა"
კატალონიის "ბარსელონას" მცველმა, ჟერარ პიკემ ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩზე ისაუბრა, "მალაგას" წინააღმდეგ (0:0).
"მალაგას" ფეხბურთელის გაძევების შემდეგ, შეტევების განხორციელება გაგვიადვილდა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა გოლი ვერ გავიტანეთ. კამენიმ კარგი მატჩი ჩაატარა. მეტოქის კარი დასაწყისში უნდა აგვეღო.
საქმე ბოლო წუთებამდე არ უნდა მიგვეყვანა, რადგან ამ დროს გოლის გატანა ბევრად უფრო რთულია. საკმაოდ კარგი მატჩი ჩავატარეთ, ბურთს ვაკონტროლებდით და მომენტებს ვქმნიდით.
თითქოს ბურთს კარის ხაზის გადაკვეთა არ სურდა - ფეხბურთი ასეთია. ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ წინ მივდივართ. "კამპ ნოუზე" ქულები არ უნდა დაგვეკარგა. ასეთი მატჩების ხელიდან გაშვება რთულია.
შემდეგ კვირას, სან სებასტიანში 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ. ჩვენ "ბარსელონა" ვართ, რამდენიმე ფეხბურთელის არყოფნა გასასამართლებელ საბუთად არ უნდა იქცეს. ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს." - განაცხადა პიკემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]