რობერტო: "ოპტიმისტები უნდა ვიყოთ"

რობერტო: "ოპტიმისტები უნდა ვიყოთ"

"ბარსელონას" მარჯვენა მცველი სერჟი რობერტო, "მალაგასთან" ქულების დაკარგვის მიუხედავად, ოპტიმიზს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ კატალონიურ გუნდს წარამტების მიღწევა კვლავ შეუძლია.

"მეტოქე გუნდის ფეხბურთელები მოედანზე კარგად იყვნენ განაწილებულნი. თამაშს მიწურულს, "მალაგა" თავს 10 კაცით იცავდა. ბურთს კი კარში შესვლა უბრალოდ არ უნდოდა.

პიკე თავდასხმაში იყო, რადგან ის თავით კარგად თამაშობს. თუმცა, წარმატებას მაინც ვერ მივაღწიეთ. ახლა ვეღარაფერს ვიზამთ.

მომდევნო შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ. სეზონი გრძელია. ოპტიმისტები უნდა ვიყოთ. ამ გუნდის წარმატებაში ეჭვი არ მეპარება."

შეგახსენებთ, რომ "მალაგასთან" ქულების დაკარგვის შემდეგ, "ბარსელონა" ლიდერ "რეალს" 4 ქულით ჩამორჩება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.