როჯერსი: "სელტიკს" "ბარსელონას" დამარცხება შეუძლია"
გლაზგოს "სელტიკის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი მიიჩნევს, რომ მის გუნდს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, "ბარსელონას" დამარცხება შეუძლია.
"რაც იქნება, იქნება. ყველა თამაში მისი წინამორბედისგან განსხვავდება. გარდა ამისა, ამჯერად, საკუთარ კედლებში ვითამაშებთ. "ბარსელონამ" იცის, როგორი ძნელია "სელტიკთან" სტუმრად თამაში. აგრესიულები უნდა ვიყოთ.
"სელტიკმა" "ბარსელონაზე" ზეწოლა უნდა მოახდინოს და ვნახოთ, როგორ გავუმკლავდებით ამ ამოცანას. მიგვაჩნია, რომ მოგება შეგვიძლია და ეს შესანიშნავია, რადგან ჩვენ ამბიციებს უსვამს ხაზს."
ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, "ბარსელონამ" "სელტიკი" 7:0 გაანადგურა. მანამდე, წინასასეზონო მზადების დროს გამართულ ამხანაგურ მატჩში, კატალონიელებმა გლაზგოელი მეტქოე 3:1 დაამარცხეს.
ამ გუნდების მორიგი შეხვედრა 23 ნოემბერს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]