როჯერსი: "ჩვენ ვთვლით, რომ "სელტიკს" "ბარსელონას" დამარცხება შეუძლია"
გლაზგოს "სელტიკის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა "ბარსელონასთან" მატჩამდე ისაუბრა. გასვლით მატჩში "კელტები" კატალონიურმა კლუბმა მიწასთან გაასწორა, ანგარიშით 7:0.
"რაც იქნება, ის იქნება. ყველა თამაში წინანდელისგან განსხვავდება, ამავე დროს ჩვენ საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ. "ბარსელონამ" იცის, თუ როგორი რთულია "სელტიკთან" სტუმრად თამაში. ჩვენ აგრესიულები უნდა ვიყოთ.
"სელტიკმა" "ბარსელონაზე" ზეწოლა უნდა მოახდინოს და ნახოს, თუ როგორ უმკლავდება ის ამას. ჩვენ ვთვლით, რომ შეგვიძლია გამარჯვება და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენს ამბიციებზე მეტყველებს." - განაცხადა როჯერსმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]