DIS ნეიმარის დაპატიმრებას ითხოვს
ბრაზილიური საინვესტიციო კომპანია DIS მოითხოვს, რომ კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელ, ნეიმარ და სილვას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, იტყობინება Marca. კომპანიას აგრეთვე სურს, რომ მსგავსი განაჩენი ფორვარდის მამასაც გამოუტანონ, რომელიც მისი აგენტია.
როგორც იცით, ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნეიმარის "სანტოსიდან" "ბარსელონაში" გადასვლის საქმე კვლავ გახსნას. საუბარია ბრაზილიელი ფეხბურთელისა და მისი მამის სავარაუდო თაღლითობაზე საინვესტიციო ფონდის, DIS-ის მიმართ, რომელიც ტრანსფერის 40%-ს ფლობდა.
ბრაზილიური კომპანია დარწმუნებულია, რომ ნეიმარმა და მისმა მამამ განგებ მოიტყუეს (ითაღლითეს).
კომპანიის წარმომადგენლები სანდრო როსელისა და ხოსეპ მარია ბართომეუს დაპატიმრებასაც მოითხოვენ. DIS იმედოვნებს, რომ საქმეში ჩართული ყველა პირი საფეხბურთო საქმიანობისგან 6 წლის განმავლობაში იქნებიან მოშორებულნი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]