ნეიმარი სასამართლოს წინაშე წარსდგება
ESPN FC იტყობინება, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელის, ნეიმარ და სილვას აპელაცია უარყოფილია. ბრაზილიელი სასამართლოს წინაშე წარსდგება.
DIS-ის ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან ბრაზილიელი ფეხბურთელისა და მისი მამის თაღლითობაში საინვესტიციო კომპანიის მიმართ, რომელიც 2013 წელს ნეიმარის "სანტოსიდან" "ბარსელონაში" ტრანსფერის 40%-ს ფლობდა.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტრანსფერი 57 მილიონი ევროს სანაცვლოდ შედგა, შემდგომში კი ცნობილი გახდა, რომ დასახელებული თანხა საგრძნობლად შემცირებულია. ხელმძღვანელებს ამის გამო ნეიმარის დასჯა სურთ.
პროკურორების მიზანია ნეიმარის თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და ასევე ფულადი ჯარიმა 10 მილიონი ევროს სახით. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი ამ ვადას ციხეში მოიხდის.
"ბარსელონა" და "სანტოსი" 15 მილიონი ევროთი დაჯარიმდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]