ვარჯიშზე მხოლოდ ჩავი არ იმყოფებოდა
დღეს დილით ”ბარსელონამ” განაახლა ვარჯიში. ისინი ემზადებიან ”მალიორკასთან” მატჩისთვის. ჩავი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. მას ტრავმა აქვს და ”მალიორკასთან” მისი თამაში გამორიცხულია. ყაზანში ნათამაშები ფრის შემდეგ ეს იყო გუნდის პირველი ვარჯიში.
ადრიანო
ადრიანო ფიზმომზადების მწვრთნელთან ერთად ვარჯიშობდა. მან ტრავმა ”სან მამესზე” მიიღო, რის გამოც გამოტოვა ყაზანის ”რუბინთან” თამაში. სავარუდოდ ის მოასწრებს მატჩამდე სრულიად გამოჯანმრთელებას.
სამი ”ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელი
”ბარსა ატლეტიკის” სამმა ფეხბურთელმა ივარჯიშა პირველი გუნდის 18 ფეხბურთელთან ერთად. ესენია არიან ნოლიტო, მარტი რივეროლა და ტიაგო ალკანტარა.
გუნდი ვარჯიშს ხვალ დილის 11 საათზე დაუბრუნდება. ვარჯიში დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენციას ხოსეპ გვარდიოლა გამართავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]