შუბერტი: "კამპ ნოუზე" თამაში უდიდესი პატივია"
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე შუბერტმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა.
"კამპ ნოუზე" თამაშის შესაძლებლობას ვაფასებთ. ეს თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი პატივია. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დაგვიპირისპირდება, მაგრამ ბრძოლა შეგვიძლია. უნდა გავერკვიოთ იმაში, თუ როგორ გავანეიტრალოთ "ბარსელონას" თავდასხმა. კიდევ არის დრო ფიქრისთვის. პირველი მატჩის წინ კარგად მოვემზადეთ, მაგრამ საშინაო შეხვედრები გასვლითისგან განსხვავდება." - განაცხადა შუბერტმა.
"ბარსელონა" - "გლადბახის" მატჩი დღეს, 23:45 საათზე გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]