სრნამ ხელმძღვანელობას "ბარსელონაში" გაშვება სთხოვა

სრნამ ხელმძღვანელობას "ბარსელონაში" გაშვება სთხოვა

კატალონიურ მედიაზე დაყრდნობით, დონეცკის "შახტარის" მარჯვენა მცველი დარიო სრნა "ბარსელონაში" გადასვლასთან კიდევ უფრო ახლოსაა.

ხორვატმა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას "ბლაუგრანაში" გაშვება სთხოვა. ახლა ტრანსფერის საკითხის გადაწმყვეტი დღეები მიმდინარეობს. "ბარსელონას" დარიოს იანვარში გაფორმება სურს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "შახტარის" პრეზიდენტი რინატ აჰმეტოვი მზადაა, რომ 34 წლის ლატერალი უფასოდ გაუშვას. სრნა უკრაინულ კლუბში 2003 წლის შემდეგ გამოდის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.