არბიტრების უხეშმა შეცდომამ "ბეტისი" გადაარჩინა
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის მატჩში, ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და "ბეტისი" დაუპირისპირდნენ. "ბენიტო ვილიამარინზე" გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
დღეს მოხდა ის, რაც მიმდინარე სეზონის მსვლელობის დროს არაერთხელ ვიხილეთ. უხეში შეცდომა "ბარსელონას" მეტოქის სასარგებლოდ!
მატჩის 77-ე წუთზე "ბარსელონას" ფეხბურთელებმა წესების სრული დაცვით "ბეტისის" კარი აიღეს, მაგრამ მთავარმა არბიტრმა გოლი არ ჩათვალა და ამით კატალონიურ კლუბს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა.

ლა ლიგაში ჩატარებულ 20 მატჩში "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 42 ქულა აქვთ. სავარაუდოდ, სხვაობა მოწინავე კლუბებსა და "ბარსელონას" შორის გაიზრდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]