"ბეტისი" 1:1 "ბარსელონა" (მიმოხილვა)

"ბეტისი" 1:1 "ბარსელონა" (მიმოხილვა)

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის მატჩში, ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და "ბეტისი" დაუპირისპირდნენ. "ბენიტო ვილიამარინზე" გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ლუის ენრიკეს კოლექტივმა ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა დაკარგა.

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ვიდალი, პიკე, მატიე, დინი, რაკიტიჩ, დენისი, თურანი, მესი, სუარესი, ნეიმარი.

ბეტისი: ადანი, პიჩინი, მანდი, პესელა, ტოსკა, დურმისი, პარდო, პეტროსი, სებალიოსი, ალეგრია, კასტრო.

მატჩი

"ბეტისის" საშინაო არენაზე თავმოყრილმა გულშემატკივარმა ძალიან დრამატული შეხვედრა იხილა, რომელიც სახიფათო მომენტებითა და არბიტრთა შეცდომებით იყო აღსავსე, რაც ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია.

მოედანზე მასპინძლები უფრო ეფექტურები იყვნენ, ვიდრე - სტუმრები. ამას ადასტურებს "ბეტისის" მიერ შექმნილი უამრავი სახიფათო მომენტი, რომელთა დიდი ნაწილის გოლით დაგვირგვინება მოთამაშეებმა ვერ მოახერხეს.

საწყის წუთებში, შანსი ვერ გამოიყენა ლუის სუარესმა, რომელმაც ალეიშ ვიდალის ჩაწოდების შემდეგ კარის მიმართულებით დაარტყა. შეტევის განეიტრალება "ბეტისის" მცველმა მოახერხა.

პირველი რეალური მომენტი მასპინძელმა გუნდმა მე-11 წუთზე შექმნა, როცა 4 ფეხბურთელი ცდილობდა "ბარსელონას" მცველებზე ზეწოლის მოხდენას. აქტიური პრესინგის შედეგად, "ბლაუგრანას" უკანა ხაზი ჩავარდა. რუბენ კასტრომ ახლო დისტანციიდან მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარის აღება ვერ მოახერხა, რომელმაც "ლურჯ-ბროწეულისფრები" დღეს მრავალჯერ გადაარჩინა.

აქედან 7 წუთის შემდეგ სებალიოსმა ძალიან ლამაზი შორეული დარტყმა განახორციელა, მაგრამ კატალონიური კლუბის გერმანელმა კიპერმა ურთულეს სიტუაციაში ბურთი მოიგერია.

პირველი ტაიმის მიწურულს, ლიონელ მესის გადაცემის შემდეგ გოლი ვერ გაიტანა ნეიმარ და სილვამ. საწყის 45 წუთში გუნდებს სხვა 100%-იანი მომენტი არ ჰქონიათ.

51-ე წუთზე მესის ულამაზესი პასის გოლით დაბოლოება ვერ შეძლო ალეიშ ვიდალმა, რომელიც ბოლო დროს ბევრად უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობს, ვიდრე წარსულში.

"ბარსელონას" დაცვა კვლავ ჩავარდა. ჟერარ პიკემ ტერ შტეგენს გადაცემა გაუკეთა მაშინ, როცა გერმანელ მეკარეს "ბეტისის" შემტევები აწუხებდნენ. მასპინძლებმა ბურთი ხელსაყრელ მომენტში მოიპოვეს, მაგრამ კასტრომ ცარიელი კარის აღება ვერ მოახერხა.

"ბეტისის" რიგებში ყველაზე აქტიურმა სებალიოსმა, 71-ე წუთზე შორი დისტანციიდან კვლავ სცადა ტერ შტეგენის კარში გოლის გატანა, მაგრამ "ბარსელონა" ძელმა იხსნა. სულ ცოტა ხნის შემდეგ რუბენ კასტრომ დაარტყა, მაგრამ - ისევ ხარიხა "ბლაუგრანას" სასარგებლოდ!

გულშემატკივრები ხვდებოდნენ, რომ გოლი მწიფდებოდა. 75-ე წუთზე "ბეტისმა" კუთხური მოაწოდა. "ბარსელონას" დაცვაში შექმნილი არეულობით ალეგრიამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

ალეგრიას ლუის სუარესმა უპასუხა, რომელმაც ლიონელ მესის გადაცემის შემდეგ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში რიგით მე-16 გოლი გაიტანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა. საბოლოო სტატისტიკა ასეთია.

არბიტრთა შეცდომები

თამამად შეიძლება ითქვას, რომ არბიტრთა გადაწყვეტილებებმა "ბარსელონას" ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს, რაც ინტერნეტ სივრცეში განხილვის თემად იქცა.

ნათლად ჩანს, რომ ნეიმარ და სილვა თამაშგარე მდგომარეობაში არ იმყოფება, მაგრამ ალეხანდრო ერნანდესმა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. მოულოდნელი გოლი "ბარსელონას" უპირატესობას მოუტანდა და თავდაჯერებულ "ბეტისის" ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოაქცევდა.

ნათელია, რომ ნეიმარ და სილვას წინააღმდეგ თამაშისას "ბეტისის" ფეხბურთელი წესებს აღვევს, მაგრამ მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. მსაჯებმა ეს არ იკმარეს და აქედან რამდენიმე წამში წესების სრული დაცვით გატანილი გოლიც არ ჩათვალეს.

რომ არა ასეთი უხეში შეცდომა, კატალონიურ კლუბს მინიმუმ 13 წუთი ექნებოდა უპირატესობის მოსაპოვებლად, რაც სავსებით საკმარისი დროა.

"ბარსელონას" გულშემატკივრებს შორის ადგილი აქვს აზრთა სხვადასხვაობას. ქომაგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოულოდნელი ჩავარდნა მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ბრალია, ზოგის აზრით კი ეს მსაჯთა არაპროფესიონალიზმმა განაპირობა.

[media=https://www.youtube.com/watch?v=zwxyVffJRZE]

სატურნირო ცხრილი

ბომბარდირთა დავა


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 იანვარი 2017 01:04
    0
    უკაცრავად და ძაან არაკო,პეტენტური მიმომხილველი ხარ! ბეტისმა არეულობით კი არ ისარგებლა არამედ ჩაფიქრებული მეკარის დაბლოკვით, რაც წესების დარღვევაა, როვა მეკარი საჯრიმოში ორი თავდამსხმელი ეჯახება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 30 იანვარი 2017 00:32
    0
    ბეტისი 1-1 ბარსელონა
    მსაჯებმა კვლავ წაართვეს ბარსელონას ქულები, ამჯერად 2.
    1. არასწორად დაფიქსირებული თამაშგარე.
    2. ნეიმარი თავისუფალ ზონაში არ გაუშვეს არასპორტული ჯარიმით, ყვითელი ეკუთვნოდა მცველს, მსაჯმაჯარიმაც არ დადო.
    3. გოლის გატანისას ბეტისის ორმა ფეხბურთელმა ბარსას მეკარეს, საჯარიმოში ბლოკირება გაუკეთა, რაც დარღვევაა. მაგრამ მსაჯებმა ესეც ვერ დაინახეს.
    4. ბარსელონას გოლი არ ჩაუთვალეს რადგან მსაჯებმა ვერ შეამჩნიეს, რომ ბურთმა კარები 1 მეტრით გადაკვეთა
    და 5. ამავე ეპიზოდში გოლამდე აშკარა პენალიც არ დაიდო, თანაც 2 მიზეზი იყო, ნეიმარი წააქციეს და იქვე ალბა .
    6. მიუხედავად იმისა რომ დრო საკმაოდ გაიჭიმა მატჩის მსვლელობისას და მინიმუმ 4 წუთი უნდა დამატებულიტო ძირითად დროს, მსაჯმა სტანდარტულას 3 წუთი დაამატა.
    7. დამატებით დროში თამაშის შეფერხების გამო მსაჯს კიდევ მინიმუმ 30 უნდა დაემატებინა, ამის ნაცვლას მან რამოდენიმე წამი მოიპარა კიდეც.

    პ.ს. ეს უკვე 10 წართმეული ქულა მსაჯებისგან. ვულოცავ მსაჯრიდის რეალის გულშემატკივრებს, წელს ჩემპიონები გახდებიან მსაჯრიდელები, ამაზე ძაან თავხედურად და დაუფარავად მუშაობს მადრიდის პედერაცია!
    http://www.eurosport.ru/football/liga/2016-2017/story_sto6040715.shtml
    Cule Is Always Elegant
    სტუმარი [?]
    #3 29 იანვარი 2017 22:44
    0
    თამაშგარეზე უაზროდ წერია. სუარესმა ეგ მომენტი გააფუჭა. რომც არ დაენიშნათ თამაშგარე მაინც არ გავიდოდა გოლი
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #2 29 იანვარი 2017 19:56
    0
    არაუშავს მე მჯერა ბარსასი
    DonAndres
    სტუმარი [?]
    #1 29 იანვარი 2017 19:25
    0
    რა თქმა უნდა წაგების მიზეზი მსაჯის შეცდომებია,მაგრამ საქმე რომ აქამდე მივიდა მაგას არ აქვს გამართლება. ოდნავი პრესინგი მოწინააღმდეგის მხრიდან და საჯარიმოდან ვეღარ ამოდიან. მეკარესთან პასაობა კიდე რა ტაქტიკაა დღემდე ვერ ვხვდები.