"ატლეტიკო" - "ბარსელონა" (პრევიუ)
1 თებერვალს, ესპანეთის სამეფო თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში, ერთმანეთს მადრიდის "ატლეტიკო" და კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა სტადიონ "ვისენტე კალდერონზე" თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. მთავარი არბიტრი რიკარდო დე ბურგოსი იქნება. გთავაზობთ წინასამატჩო მიმოხილვას.
"ატლეტიკოსთან" მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: სილესენი, მასიპი, პიკე, მასკერანო, ალბა, რობერტო, უმტიტი, მატიე, ვიდალი, რაკიტიჩი, დ. სუარესი, თურანი, რაფინია, გომეში, მესი, სუარესი, ნეიმარი, პაკო ალკასერი.
როგორც ჩანს, მადრიდულ კლუბს სერიოზული კადრობრივი პრობლემა აქვს, რაც "ბარსელონასთვის" დიდი უპირატესობაა.
AS-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ, "ატლეტიკოს" "ბარსელონას" წინააღმდეგ გასამართ მატჩში ტრავმის გამო იან ობლაკი, ხოსე ხიმენესი, აუგუსტო ფერნანდესი, ტიაგო და კორეა ვერ დაეხმარებიან. აფრიკის თასის გამო "ბლაუგრანას" ვერ დაუპირისპირდება ნახევარმცველი ტომას პარტეიც. გუნდზე დახმარებას ვერ შეძლებს ალესიო ჩერჩი.
მიმდინარე სეზონში "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ერთმანეთს მეორეჯერ დაუპირისპირდებიან. "კამპ ნოუზე", ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფარგლებში ჩატარებული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
დიეგო სიმეონეს კოლექტივი ზედიზედ 3 მატჩის განმავლობაში გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს, რაც შეეხება კატალონიურ კლუბს, "ბლაუგრანას" მიერ ჩატარებულმა უკანასკნელმა შეხვედრამ დიდი რეზონანსი გამოიწვია.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ არბიტრთა შეცდომებმა კატალონიურ კლუბს "ბეტისის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ქულები წაართვეს. მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა და წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩათვალა.
მადრიდელთა დამრიგებელს აწუხებს ის, რომ ბოლო დროს არბიტრებმა "ბარსელონას" მონაწილეობით ჩატარებულ მატჩებში რამდენიმე ძალიან უხეში შეცდომა დაუშვეს, რამაც "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ზიანი მიაყენა.
სიმეონე მიიჩნევს, რომ ეს მსაჯებს მომავალ მატჩებში "ბარსელონას" მიმართ ლმობიერებისკენ უბიძგებს.

"ბარსელონას" ხშირად უწევს სათასო დაპირისპირებებში, დიეგო სიმეონეს მიერ გაწვრთნილი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაში. იგულისხმება ესპანეთის სუპერ თასი, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა. 2013/14 წლების სეზონიდან მოყოლებული ეს გუნდები ამ სამ ტურნირზე ბევრჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.
სტატისტიკის მიხედვით, "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგიდან გამოგდება ორიდან ორ შემთხვევაში მოახერხა "ატლეტიკომ", მაგრამ სამეფო თასსა და სუპერ თასზე, მადრიდული კლუბი უშანსოა.
2013/14 წლების სეზონში, "ბარსელონამ", "ატლეტიკო" ესპანეთის სუპერ თასზე, გასვლაზე გატანილი გოლის შედეგად დაამარცხა. იმავე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გამარჯვება მადრიდულმა კლუბმა მოიპოვა.
2014/15 წლებში "ატლეტიკო" ესპანეთის თასზე, 1:0 და 3:2 დამარცხდა. იმ სეზონში, "ბარსელონამ" ტრიპლეტი მოიგო.
გასულ წელს "ბლაუგრანა" ჩემპიონთა ლიგას "ატლეტიკომ" გამოთიშა.
ლუის ენრიკე მატჩის წინ:
"ჩვენი მიზანი პირველ მატჩში გამარჯვებაა, ამისთვის კი მეტოქეზე მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. ასევე საჭიროა მათ პრესინგზე გამკლავება. არ ვფიქრობ, რომ სიმეონე რადიკალურად შეცვლის ძირითად შემადგენლობას - ამის გაკეთებას არც მე ვაპირებ. ნებისმიერ შემთხვევაში, "ატლეტიკო" ძლიერი მოწინააღმდეგეა.
შრომისმოყვარე და მაღალი დონის მეტოქე გველოდება. "ატლეტიკო" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. რთული მატჩი იქნება."
სავარაუდო შემადგენლობები:

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]