ოფიციალურად: ბუენო „ბარსელონას“ ფეხბურთელია
"ბარსელონამ" დაადასტურა, რომ გუნდს დაემატება სანტიაგო ბუენო ურუგვაული "პენარიოლიდან". ის 18 წლისაა, მაგრამ მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ცნობისთვის, ახლა ის სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშობს და ამიტომ ის ჯერ კლუბს ვერ დაეხმარება. როგორც ირკვევა, ის "ჟუვენილ ა"-ში ითამაშებს.
ქვემოთ, მოცემულია კლუბის ოფიციალური განცხადება:
"ბაარსელონამ" და "პენარიოლმა", მიაღწიეს შეთანხმებას სანტიაგო იგნასიო ბუენოს ტრანსფერზე.
სანტიაგო "ბლაუგრანაში" 2019 წლის 30 ივნისამდე იქნება, 3 წლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით.
ახლა ურუგაველი, მონაწილეობს ეროვნულ ნაკრებში, სამხრეთ ამერიკის 20 წლამდელთა ჩემპიონატში. თამაშის დასრულების შემდეგ, ის "ბარსელონას" შეუერთდება"
და ბოლოს, სანამ "ბარსელონა" გაასაჯაროვებს თანხას, ჩნდება გარკვეული მოსაზრებები. მაგალითად, Sport წერს, რომ "ბარსელონამ" ის 1 მილიონ ევროდ იყიდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]