ოფიციალურად: ეზეკილ ბესი იჯარით „ბარსელონა ბ“-ში ითამაშებს
"ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა ეზეკილ იოსეფ ბესის ტრანსფერი. ნიგერიელი ფორვარდი, კატალონიური კლუბს სარეზერვო შემადგენლობაში, "ბარსელონა ბ"-ში, სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით ითამაშებს.
ოფიციალურ განცხადებაში წერია:
"ბარსელონამ" და ს/კ "ენიმბამ" მიაღწიეს შეთანხმებას და ეზეკილ იოსეფ ბესი სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს კატალონიურ კლუბში.
კონტრაქტი იქნება სეზონის ბოლომდე. მისის ამოწურვის შემდეგ, არსებობს 2-წლიანი გახანგრძლივების პერსპექტივა.
ნიგერიელი შემტევი სამედიცინო შემოწმებას მოგვიანებით, სამშაბათს გაივლის."
ცნობისთვის, ის 20 წლისაა. ის თამაშობს გარემარბის პოზიციაზე და ასევე შეუძლია შედარებით ცენტრში თამაში.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" პირველი შენაძენი, სანტიაგო ბუენო გახლდათ.
და ბოლოს, წარმოგიდგენთ მცირე მოცულობის ვიდეოს ამ ფეხბურთელზე:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]