„ბარსელონამ“ მოსკოვის „დინამოს“ ახალ სტადიონზე თამაშის წინადადება მიიღო
"ვთბ არენა პარკის" პროექტის ხელმძღვანელმა, ანდრე პერეგუდოვმა განაცხადა, რომ კატალონიის "ბარსელონას" მისამართით გაგზავნილია თხოვნა, რომელიც 2018 წელს "დინამოსთან" ამხანაგურ შეხვედრას ითვალისწინებს, გუნდის ახალ არენაზე.
"ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ჩვენ უკვე გავაგზავნეთ თხოვნა და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ეს ძალიან რთული პროცესია და თუ მატჩი შედგება, ეს 2018 წელს იქნება." - განაცხადა, პერეგუდოვმა.
"დინამოს" სტადიონის ექსპლუატაცია 2018 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]