AS: "ბარსელონა" ისკოს უმიზნებს
მადრიდული AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" თვალი მადირიდის "რეალის" ნახევარმცველს, ისკოს დაადგა.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი 24 წლის ესპანელს რამდენჯერმე უკვე დააკვირდა. "ბარსელონაში" იმედოვნებენ, რომ ისკო "რეალთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რაც კატალონიელებს მომავალი სეზონიდან მასთან მოლაპარაკებების საშუალებას მისცემს.
ცნობილია, რომ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ისკოზე იმედებს ამყარებს. მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ ისკოს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ის გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]