”ბარსელონა” ახალ თავდამსხმელს ეძებს

”ბარსელონა” ახალ თავდამსხმელს ეძებს

გოლების ნაკლებობა იძლევა ჭორების გავრცელების საბაბს, რომ ”ბარსელონა” ზამთარში ახალ თავდამსხმელს შეიძენს.

გაძლიერების პირველ კანდიდატად სახელდება კარლოს ტევესი. გარკვეული წყაროები ამტკიცებენ, რომ ამ ტრანსფერზე პირადად ანდონი სუბისარეტა მუშაობს და ყველა შედეგი მასზე იქნება დამოკიდებული. ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში ყველანი ლუის სუარესის ტრანსფერზე გადაერთვებიან, რომლის მიმართაც ”მანჩესტერ სიტი” დიდი ხანია ინტერესს იჩენს. და კიდევ, ”აიაქსის” ხელმძღვანელობა ყოველთვის მზადაა ფორვარდს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.

ამ ორი ფეხბურთელის გარდა ”ბარსელონას” უკავშირებენ ”უტრეხტის” ფორვარდს, რიკი ვან ვოლფსვინკელს. 21 წლის თავდამსხმელი უკვე გახდა სეზონის აღმოჩენა. მან ჰოლანდიის ჩემპიონატის 8 ტურში 9 გოლი გაიტანა, ევროპის ლიგის გათამაშებაში კი 6. ამ ტრანსფერის შესაძლებლობას ზრდის ფეხბურთელის დაბალი ფასი.

ამავდროულად ”ბარსელონას” მიმართ თავისი სიმპათიები გამოხატა პატომ. ბრაზილიელის შეძენა ”მანჩესტერ სიტის” სურს. ეხლა გთავაზობთ პატოს განცხადებას: ”ერთ მშვენიერ დღეს ”მილანს” თუ დავტოვებ, დიდი სიამოვნებით მოვირგებდი ”ბარსელონას” მაისურს”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.