ნეიმარის ადვოკატები: "ჩვენი კლიენტი ციხეში არ ჩაჯდება"

ნეიმარის ადვოკატები: "ჩვენი კლიენტი ციხეში არ ჩაჯდება"

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ნეიმარი, ფინანსური მაქინაციების გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით არ დაისჯება.

კომპანია NN Consultoria-მ, რომელიც სასამართლოში ნეიმარის ინტერესებს წარმოადგენს, განაცხადა, რომ მათი კლიენტი გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდება.

"ნეიმარი ციხეში არ ჩაჯდება. ამ პროცესის ბოლოს აღიარებული იქნება, რომ ჩვენი კლიენტის ქმედებებში დანაშაული არ არსებობს." - ნათქვამია განცხადებაში.

ესპანეთის სასამართლომ ნეიმარის აპელაცია უარყო, 2013 წელს ფეხბურთელის "სანტოსიდან" "ბარსელონაში" ტრანსფერის საქმეზე. "ბარსელონას" ბრაზილიელ შემტევს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ, პროკურორები კი მისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #4 24 თებერვალი 2017 16:47
    0
    რა შეუკიკინეს ამ ნემოს
    msd2004
    სტუმარი [?]
    #3 24 თებერვალი 2017 12:09
    0
    ბარემ ჯეკაზეც დაგადით და მერე მთლიან ბარსაზე rage
    xaviman
    სტუმარი [?]
    #2 24 თებერვალი 2017 01:32
    0
    ტოტენჰემის თამაშს ვინც უყურებთ ნახეთ პროსტა ვოლკერი რა კარგად თამაშობს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 თებერვალი 2017 01:14
    0
    ან დაამტკიცონ რამე, ან შეეშვან, ნუ უნვრევენ ამ ბიჭს კარიერას, ცალსახად მოქმედებს მის ფორმაზე ეს საქმეები, ან როგორ არ უნდა მოქმედებდეს როცა სანერვიულო გაქვს
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly