"ბარსას" პირველი ვარსვკლავი
7 ოქტომბერს დაიბადა "ბარსელონას" ლეგენდარული თავმდამსხმელი, პაულინიო ალკანტარა-ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი, გუნდის ისტორიაში და ასევე 32 ჰეთ-რიკის ავტორი "ბლაუგრნას" რიგებში.
ალკანტარა დაიბადა ფილიპინურ ქალაქში სახელად ილოილო.მისი მამა იყო კატალონიელი,დედა კი ფილიპინელი.პაულინიო დაიბადა 1896 წლის 7 ოქტომბერს. როდესაც იგი ცოტა წამოიზარდა, მშობლებმ გადაწყვიტეს, რომ ის ცნობილი ექიმი უნდა გამოსულიყო.ბავშვს არ უნდოდა ექიმობა, მაგრამ 15 წლის პაულინიო ესპანეთში მამის ნათესავებთან გაემგზავრა, რათა მედიცინა შეესწავლა.
კატალონია იმ დროისთვის განთქმული იყო ფეხბურთით, ასე რომ ძნელი იყო იქ მედიცინის შესწავლა. ალკანტარა და მისი მეგობრები ოცნებობდნენ, რომ "ბარსას" რიგებში ეთამაშათ.მაგრამ "ბლაუგრნას" არ უყურებდა "ღლაპებს," ისეთებს, როგორიც იყო ალკანტარა. ასე რომ, მას მოუწია სკოლის გუნდის რიგებში თამაში.ერთხელ მას გამოუჩნდა "ბლაუგრნას" რიგებში თამაშის შანსი....
1912 წლის 14 აგვისტოს ერთმანეთს ხვდებოდნენ "ბარსელონა" და "საბადელი". 15 წლის ალკანტარამ სწორედ ამ მატჩში შეასრულა პირველი ჰეთ-რიკი და მთლიანად თამაში კი 8:2 დასრულდა. ამის შემდეგ უკვე მწვრთნელი სხვანაირად უყურებდა ალკანტარას და მალე პაულინიო გახდა "ბარსას" ფეხბურთელი.
"ბლაუგრნას" ძირითად შემადგენლობაში ალკანტარა 15 წლის ასაკში გამოჩნდა, იმ დროისთვის შეცვლები არ შეიძლებოდა, მაგრამ ალკანტარა თავისუფლად თამაშობდა მთელი 90 წუთის განმავლობაში. თავისი მონაცემების წყალობით ალკანტარა თავმდამსხმელი გახდა, ის ხომ ბავშობიდან ოცნებობდა, რომ ბევრი ბურთი გაეტანა. მას ხანდახან უწევდა ფლანგებზე თამაშიც, მაგრამ არც აქ ირცხვენდა თავს.
ძალიან მალე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა "ბარსას" მთავარი ვარსვკლავი. მისი წყალობით "ბლაუგრნამ" რამდენჯერმე მოგიო თასი, იმ დროისთვის არ არსებობდა "ესპანეთის ჩემპიონატი" ყველა გუნდს თავისი ჩემპიონატი ჰქონდა. ასე გახდა ალკანტარა ყველა დროის საუკეთესო ფორვარდი "კატალონიის ლიგაში".
1916 წელს მან სწავლა დაამთავრა და ფილიპინეთში დაბრუნდა. ლიდერის გარეშე "ბარსამ" ორი ტიტული დაკარგა, მაგრამ პაულინიოს მშობლები იყვნენ, კატეგორიულად წინააღმდეგნი შვილი ესპანეთში დაბრუნებისა. ალკანტარამ კი რა არ გააკეთა, რომ კატალონიაში დაბრუნებულიყო და ის მშობლებს დაემუქრა კიდეც, რომ თავს მოიკლავდა, მათ კი სხვა რა გზა დარჩენოდათ, გაუშვეს შვილი ესპანეთში, ახლა უკვე სამუდამოდ.
პაულინიოს "ბარსას" გულშემატკივრები დაუხვდნენ და მას ერთგვარი დახვედრა მოუწყვეს მის გარეშე ხომ "ბარსას" კარგად არ მისდიოდა საქმეები და აი პირველივე სეზონში "ბლაუგრნამ," ლიდერის დაბრუნების შემდეგ, ისევ დაიბრუნა ტიტული. მთლიანად "ბარსას" შემადგენლობაში პაულინიომ 10 ტიტული მოიპოვა.
ალკანტარა ასევე საუკეთესო ფორვარდი იყო, მან 357 მატჩში 357 გოლი გაიტანა! ეს არის გუნდის რეკორდი მთელი ისტორიის განმავლობაში. ამის გარდა მან 32 ჰეთ-რიკი შეასრულა "ბარსას" რიგებში და ერთ მატჩში 7 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ალკანტარა თან მედიცინას სწავლობდა. 1920 წელს იგი არ წავიდა ანტვერპენის ოლიმპიადაზე.ესპანეთის ნაკრები იქიდან ვერცხლის მედლით ჩამოვიდა ხოლო ალკანტარამ მათ ექიმის დიპლომი დაახვედრა.
თავისი გამოსამშვიდობებელი მატჩი მან 1927 წლის 5 მაისს გამართა. ამის შემდეგ იგი წავიდა დიდი ფეხბურთიდან და როგორც იქნა, თავის პროფესიაზე დაიწყო მუშაობა. ერთი პერიოდი მან მთლად ვერ დაანება ფეხბურთს თავი.1951 წელს ცოტა ხნით იგი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, მაგრამ მართლაც რომ ცოტა ხნით იგი 3 მატჩის შემდეგ წავიდა. ის ასევე ედგა სათავეში გარკვეული ხნის განმავლობაში "ბარსას". პაულინიომ ასევე დაარსა "ვეტერანი კატალონიელი ფეხბურთელების" ფონდი.
ალკანტარა გარდაიცვალა 1964 წლის 13 თებერვალს ბარსელონაში. კატალონიური კლუბის გულშემატკივრები გუნდის მთელი ისტორიის განმავლობაში შეჰყურებდნენ დიდ ფეხბურთელებს : დაწყებული ლადისლაო კუბალიდან დამთავრებული ლეო მესით, მაგრამ ალკანტარა იყო პირველი "ბარსელონას" ნამდვილი ვარსვკლავი. მისგან დაიწყო ნამდვილი და სასიამოვნო ისტორია კატალონიური კლუბისა!
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]