ოფიციალურად: ლუის ენრიკე სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ დღეს დაადასტურა, რომ იგი კლუბთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და სეზონის ბოლოს პოსტს დატოვებს.
"მომავალი სეზონიდან "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი აღარ ვიქნები, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.
ეს ძალიან რთულია. მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ ვტოვებ კლუბს არის ის, რომ პროფესიით მწვრთნელი ვარ. ეს სამსახური ძალიან ბევრს მოითხოვს და დასასვენებლად დრო აღარ მაქვს, ბოლო წლებში ძალიან გადავიღალე." - განაცხადა ლუის ენრიკემ.
მანამ სანამ ასტრიელი სპეციალისტი პრესკონფერენციაზე წასვლის შესახებ დაადასტურებდა, პირველ რიგში ეს ამბავი ფეხბურთელებს აცნობა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 31 ]