დავიდსი: "ვიმედოვნებ, "ბარსელონას" პსჟ-ს წინააღმდეგ ძალების განლაგების შეცვლა შეუძლია"
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ედგარ დავიდსი თვლის, რომ კატალონიურ კლუბს "პარის სენ-ჟერმენთან" დაპირისპირებაში სიტუაციის გამოსწორება შეუძლია.
"ასეთი რაღაცეები ხდება, ჩვენ ადამიანებს, ყველას გვემართება აფრენა და დაცემა. მე ვიმედოვნებ, რომ გუნდს ამ დაპირისპირებაში სიტუაციის შეცვლა შეუძლია, მაგრამ ამისთვის მათ აუცილებლად უნდა მოახდინონ კონცენტრაცია საბოლოო მიზანზე, მაშინ ისინი სეზონის ბოლოს წარმატებას აღნიშნავენ."
ლუის ენრიკეს წასვლის საკითხზე დავიდსმა თქვა: "ეს ძალიან პირადული გადაწყვეტილებაა, მწვრთნელმა უნდა იგრძნოს მომენტი, თუ როდის უნდა წავიდეს ან დარჩეს. ვიმედოვნებ, რომ მან კარგად იფიქრა. მისი წასვლა დიდ ჭრილობას დატოვებს, არ არის ბევრი მწვრთნელი, რომელიც მზად იქნება საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობა აიღოს."
ლუის ენრიკეს შემცვლელთან დაკავშირებით, "ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა განაცხადა: "რაც შეეხება "ბარსელონას", ის ყოველთვის აძლევს შანსს თავის ყოფილ მოთამაშეებს. ჩვენს დროში, კლუბები ჩვეულებრივად ვინმეს ეძებენ, მაგრამ "ბარსა" ცდილობს ყოფილ ფეხბურთელებს ხელი შეუწყოს, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]