დავიდსი:"ეს "ბარსა" მსოფლიოში საუკეთესოა"
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ჰოლანდიელი ნახევრამცველი, ედგარ დავიდსი გუშინდელ ვარჯიშზე, სიუტატ ესპორტივას ეწვია. მან Barça TV–სთან და fcbarcelona.cat–თან ისაუბრა. . დავიდსი "ბარსას" შემადგენლობაში 2003/04 წლებში თამაშობდა:
" თუ შენ საფეხბორთო ლექსიკონში ნახავ, თუ როგორ უნდა თამაში, იქ "ბარსას" სახელი აუცილებლად იქნება," განაცხადა მან.
მან ისაუბრა,თუ რატო მივიდა იგი "ბარსას" ვარჯიშზე : " მე მინდოდა მენახა, რამდენიმე ძველი მეგობარი. ასევე მე აქ ტანსაცმლის მაღაზია მაქვს, 6–დან 12 წლამდე ბავშვებისთვის და აქ "ბარსელონაში" ოფისები მაქვს. მე ასევე მსურდა მაიკლ რეიზიგერთან მისვლა და ჩემი ძველი კლუბის ნახვა."
მან "ბარსასა" და მის აკადემიაზეც ისაუბრა: " მე ვთხოვე პეპს, რომ მოვიდოდი და ვნახავდი მათ ვარჯიშს. მე მაინტერესებდა, თუ როგორ ავარჯიშებენ ისინი ბავშვებს და როგორ დგებიან მათი აღზრდილები დიდი ფეხბურთელები."
დავიდსმა ცოტა რამ თავის თანამემაულე, იბრაჰიმ აფელაიზეც თქვა : " თუ იგი კატალონიურად აზროვნებას და კატალონიურ კულტურას ისწავლის და ასევე კარგად შეეწყობა "ბარსას" სტილს, ის აუცილებლად კარგად იქნება აქ," დაასრულა ედგარ დავიდსმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]