ფერდინანდი: "ნეიმარი სამეფო ტახტის მემკვიდრეა"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი დარწმუნებულია, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი, ნეიმარი დროთა განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება და სამეფო ტახტზე მის პარტნიორს, ლიონელ მესის შეცვლის.
"ნეიმარმა პსჟ-სთან მატჩში საჯარიმოდან ფენომენალური გოლი გაიტანა. კარში ორი გოლკიპერიც რომ ყოფილიყო - გუნდის გადარჩენას ვერ შეძლებდნენ. სწორედ ნეიმარი იყო საუკეთესო მოედანზე იმ ღამით. ჩემთვის ის სამეფო ტახტის მემკვიდრეა." - განაცხადა ინგლისელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]