ყველაზე ბედნიერი ადამიანი მსოფლიოში. "ბარსელონას" თილისმა

ყველაზე ბედნიერი ადამიანი მსოფლიოში. "ბარსელონას" თილისმა

სამუელ უმტიტი კატალონიაში გასულ ზაფხულში გადაბარგდა, მაგრამ ის გუნდის შეუცვლელი ფიგურა გახდა.

სამწუხაროდ, სიტყვა "შეეუცვლელი" ლუის ენრიკესთვის არ არსებობს. გამუდმებული როტაციების გამო, გუნდმა არაერთი ქულა დაკარგა და ნელ-ნელა ლა ლიგის ტიტულს კარგავს.

ერთ-ერთი, ვინც როტაციის მსხვერპლი გახდა, ეს სამუელ უმტიტია. მან ლა ლიგის 26 ტურიდან, 16-ში ითამაშა - 15 სასტარტოდან, ერთხელ კი შეცვლაზე შევიდა. მან სასტარტოდან ვერ დაიწყო 11 მატჩი და აქედან 5 ტრავმის გამო მოხდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ გუნდის წევრები და არც მწვრთნელზე უკეთ ვიცით თითოეულ მოთამაშეს რა შეუძლია. ჩვენ შესაძლებლობებში შედის შევაფასოთ სტატისტიკა და ციფრები, რომელიც ქვემოთაა მოცემული:

როგორც აღვნიშნეთ, უმტიტიმ სასტარტოდან 11 თამაში არ დაიწყო. აქედან "ბარსამ" მხოლოდ 2 მოიგო, რაც კატალონიელების დონის კლუბისთვის კატასტროფული მაჩვენებელია, ხოლო საპირისპიროდ უმტიტის მიერ ჩატარებული 16 მატჩიდან "ბარსამ" ყველა მოიგო.

მიმდინარე სეზონში ფრანგი წარმატების გარანტია, ხოლო მისი არ ყოფნა თამაშში - უბედურების.

"ბარსელონამ" "ლიონს" 25 მილიონი გადაუხადა და უმტიტიმ  სრულად გაამართლა მასზე გაცემული ავანსები.

უმტიტის საუკეთესო თვისებებს შორის ისიც გამოჩნდა, რომ მან სრულიად ახალ გარემოსთან შესანიშნავად გაიარა ადაპტაცია და არამარტო "ბარსელონაში" მაღალ დონეზე შეძლო ბურთის თამაში, არამედ ენასაც კარგად დაეუფლა.

გამოცდილება მცველისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ არა უმტიტისთვის. ის სტაბილური და საიმედო მცველია. მან შესანიშნავად აუბა მხარი პიკეს მასკერანოსა და მატიეს, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ უმტიტი მათზე კარგად თამაშობს, განსაკუთრებით ჟერემი მატიეზე.

ახალგაზრდა მცველმა ბოლოსწინა ტურში "ბარსას" მაისურით სადებიუტო გოლიც კი გაიტანა.

ჩვენ ვსაუბრობთ აშკარად მაღალი კლასის ფეხბურთელზე, რომელიც ადვილად და ორიგინალურად მოერგო გუნდს. თანაგუნდელზე კომპლიმენტები არ დაიშურა მასკერანომ: "მე და უმტიტი მოედანზე ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ამ 3-4 თვის განმავლობაში უმტიტიმ დაამტკიცა, რომ ის "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია."

"ყოველთვის "ბარსელონაში" თამაშზე ვოცნებობდი. მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. ჩემით ინგლისური კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი, მთავაზობდნენ მეტ თანხას, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. მე მხოლოდ ერთი არჩევანი გავაკეთე - "ბარსელონა" და არა რომელიმე სხვა კლუბი." - ამას კი თვითონ უმტიტი აცხადებს.

ბედნიერების საიდუმლო, როგორც ირკვევა, მარტივია. ის 100 პროცენტით ცდილობს დაიხარჯოს. მაშინაც კი, როცა ის "ლიონის" ფეხბურთელი იყო, უყურებდა "ბარსელონას" თამაშებს და აანალიზებდა ცენტრალური მცველების მოქმედებებს.

მან აქტიურად დაიწყო ესპანური ენის სწავლა, დაამყარა კარგი ურთიერთობა თანაგუნდელებთან. სწორედ მისმა თანაგუნდელებმა ხუმრობით შეადარეს ის პუიოლს.

იხილეთ, ვიდეო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #10 21 მარტი 2017 00:12
    0
    ციტატა: Saba barca
    საღოლ ავტორს

    მართლაც
    Culé [?]
    #9 20 მარტი 2017 20:18
    0
    Mართლაც და ძალიან კარგი მცველია.. საიმედო.
    ChillO
    სტუმარი [?]
    #8 20 მარტი 2017 07:59
    0
    საღოლ ავტორს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 20 მარტი 2017 00:46
    0
    წინა წელს რა ტრასფერებიც გააკეტა ბარსამ 100 პროცენტით მხოლოდ უმტიტიმ გაამართლა გომეში ალკასერი ნოლია დანარცენები კი მეტნაკლებათ თუმცა მომავლის პერსპექტივით არიან.
    Just Fun
    სტუმარი [?]
    #6 19 მარტი 2017 23:28
    0
    ამ სტატიის წაკითხვა დამეზარა,მარა ცუდი რო არაფერი ეწერებოდა ვიცი, მაგარი კაცი ხარ უმტიტ
    mezgapre
    სტუმარი [?]
    #5 19 მარტი 2017 23:01
    0
    მარაკ ობამაზე თესლი გამოდგა ☺
    მესი-სუა-ნეი
    სტუმარი [?]
    #4 19 მარტი 2017 23:01
    0
    :D ყოჩაღ ჩორნა ეგრე გააგრძელე :D
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #3 19 მარტი 2017 22:55
    0
    dzalian magari gvezrdebA
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 მარტი 2017 22:42
    0
    როცა სამუელი სასტავშია ნაკლებს ვნერვიულობ დაცვაზე.
    Gio-Messi2002
    სტუმარი [?]
    #1 19 მარტი 2017 22:41
    0
    jer ase ar damevasa dacva rogorc umtiti imena magrad mevaseba es kaci