მესის 2-დან 4 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება
არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერს, ლიონელ მესის, 2-დან 4 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამის მიზეზი არგენტინასა და ჩილესთან გამართული მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტია.
FIFA მესის ბრალს არბიტრისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას სდებს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას წერილი უკვე მიწერეს და მათგან საპასუხო მტკიცებულებებს ელიან.
საინტერესოა, რომ FIFA-მ მატჩის მომსახურე ყველა არბიტრი გამოკითხა. ყველა ბრაზილიელი მსაჯი აცხადებს, რომ მათ მესისგან შეურაცხმყოფელი არაფერი მოუსმენიათ. თუმცა, FIFA-ს გამოძიებისა და ფეხბურთელის დასჯის უფლება მაინც აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, მესის 2-დან ოთხ მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება, რაც არგენტინის მიერ ლეოს გარეშე ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, კატასტროფის ტოლფასი შეიძლება გახდეს.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მესი დღეს, ბოლივიის წინააღმდეგ თამაშს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]