"ბარსელონამ" "სევილიასთან" მატჩის წინ იდეალური განწყობა შეიქმნა
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩი "ნუევო ლოს კარმენესზე", სადაც ერთმანეთს "გრანადა" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ. ლუის ენრიკეს კოლექტივმა ანდალუსიური გუნდი დამაჯერებლად დაამარცხა, ანგარიშით 4:1 და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
დღევანდელ მატჩში თავი გამოიჩინეს ლუის სუარესმა, პაკო ალკასერმა, ივან რაკიტიჩმა და ნეიმარ და სილვამ. ურუგვაელმა ფორვარდმა ჟორდი ალბას საოცარი გადაცემის შემდეგ, რიგით 23-ე გოლი გაიტანა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში და ბომბარდირთა დავაში თავისი პოზიცია გაიმყარა. მეტოქის კარის აღება მნიშვნელოვანი იყო პაკო ალკასერისთვისაც, რომელმაც ჯერჯერობით, "ბარსელონას" ქომაგთა ნდობა ვერ მოიპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" დღეს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა, გუნდმა "სევილიასთან" გასამართი მძიმე მატჩის წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. ამჟამად, კატალონიელთა ანგარიშზე 66 ქულაა 29 მატჩში. ლიდერ მადრიდის "რეალს" "ბლაუგრანა" 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ "სამეფო კლუბს" თადარიგში 1 შეხვედრა აქვს.
აპრილი "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" შესანიშნავად დაიწყეს. ამ თვეში "ბარსელონას" კიდევ 8 მატჩს ჩაატარებს.
[media=https://www.youtube.com/watch?v=lOTLgsUosL4]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]