მასკერანო: "ვალდებულები ვართ "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" დავამარცხოთ"
"ბარსელონას" მცველმა, ხავიერ მასკერანომ ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩი შეაჯამა, სადაც კატალონიელები 0:2 დამარცხდნენ.
"ვალდებულები ვართ "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" დავამარცხოთ და ვიმედოვნოთ, რომ მადრიდელებიც დაკარგავენ ქულებს სხვა მატჩებში. ყველაფერი შესაძლებელია.
არ მსურს გუნდის გაკრიტიკება. სამწუხაროდ, ვერ შევძელით ბურთის გაკონტროლება. გოლის გაშვების შემდეგ სიტუაცია გაუარესდა.
"მალაგა" ორგანიზებულად მოქმედებდა, ისინი კარგად გადაადგილდებოდნენ. ანდალუსიელებმა შესანიშნავი თამაში აჩვენეს."-თქვა მასკერანომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]