დადგინდა ”ნოუ კამპის” ტევადობა

დადგინდა ”ნოუ კამპის” ტევადობა

სტადიონის შემოწმების შემდეგ დადგინდა ადგილების ზუსტი რაოდენობა.


ხორდი კარდონერმა (კლუბის ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ საკითხებში) გააკეთა განცხადება, სადაც ისაუბრა სტადიონის კომპლექსური შემოწმების შედეგებზე. ამ შემოწმების მიზანი იყო, რომ დაედგინათ ”ნოუ კამზე” ადგილების ზუსტი რაოდენობა და ამის მიხედვით იმოქმედებენ სტადიონის რეკონსტრუქციის დროს.

 

ადრე ყველა ოფიციალურ წყაროებში ეწერა, რომ ”ნოუ კამპის” ტევადობა 98 772 ადგილი იყო. შემოწმების შემდეგ ეს ციფრი შეიცვალა და შეადგენს 99 354 ადგილს. ტევადობის ესეთი ცვლილება იხსნება VIP-ლოჟის მშენებლობის დროს წარმოქმნილი ადგილის გაჩენის გამო. ლოჟასთან დამატებითი ადგილები დაემატა. 582 ახალი ადგილი ოფიციალურ დოკუმენტებში შეტანილი არ იყო.

 

დამატებითი ადგილების გამოჩენა გაზრდის ბილეთების და დასწრების რაოდენობას, რაც კლუბის შემოსავლებზეც აისახება. მთელი ისტორიის განმავლობაში სტადიონი სახეს იცვლიდა. ეხლაც მოვიდა ის დრო, როცა ადგილების რაოდენობა 100 000-ს მიაღწევს. რაც ”ნოუ კამპს” მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სტადიონად დარჩენის საშუალებას მისცემს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.