ფრანკ დე ბური: "ერიკსენი "ბარსელონაში" სათამაშოდ მზადაა"
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანკ დე ბურმა "ტოტენჰემის" ნახევარმცველს, კრისტიან ერიკსენს მხარი დაუჭირა. როგორც იცით, 25 წლის დანიელით კატალონიური კლუბია დაინტერესებული.
"ერიკსენს შეუძლია კარიერა შესანიშნავად განავითროს. დასაწყისში "აიაქსი", შემდეგ "ტოტენჰემი", ახალ ეტაპზე კი ყველაზე მაღალი დონე. ვფიქრობ, ის ნაბიჯის გადადგმისთვის მზადაა.
კრისტიანს ყველაფერი გააჩნია რაც "ბარსელონას" მოთამაშეს სჭირდება. აქვს კარგი მოედნის ხედვა და შეუძლია ორივე ფეხით დარტყმა."-ციტირებს დე ბურის სიტყვებს Ekstra Bladet.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]