დე ბური: "ერიკსენი "ბარსელონაში" ითამაშებს"

დე ბური: "ერიკსენი "ბარსელონაში" ითამაშებს"

ამსტერდამის "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა, ესპანურ ჟურნალთან "Don Balon"–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საკუთარი გუნდის ნახევარმცველი, კრისტიან ერიკსენი, მომავალში აუცილებლად "ბლაუგრანას" ღირსებას დაიცავს.

 

ფრანკ დე ბურის თქმით, დანიელი ნახევარმცველი სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რასაც "ბარსელონას" ფილოსოფია მოითხოვს.

 

"მე დარწმუნებული ვარ, რომ კრისტიან ერიკსენი ერთ დროს იასპარეზებს ისეთ დიდ გუნდში, როგორიც "ბარსელონაა". ის ძალიან აზრიანი ფეხბურთელია, რომელიც ბევრს ფიქრობს და საუკეთესო იდეები მოსდის თავში. ჩვენ ახლა სიამოვნებას ვიღებთ იმით, რომ კრისტიან ერიკსენი "აიაქსის" შემადგელობაში ასპარეზობს". დაასრულა ჰოლადნიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანკ დე ბურმა.

 

ახლა კი ვიდეო ერიკსენზე 

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=9BeKiWPByj8]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.