ოსორიო: დავინსონ სანჩესს ვურჩიე "ბარსელონაში" არ გადასულიყო
ყოფილი კოლუმბიელი ფეხბურთელი, ამჟამად მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხუან კარლოს ოსორიო აცხადებს, რომ 2016 წელს, მან თანამემამულე დავინსონ სანჩესს "ბარსელონას" ნაცვლად "აიაქსში" გადასვლა ურჩია.
ოსორიო ის სპეციალისტია, რომელმაც თავის დროზე სანჩესის ტალანტი აღმოაჩინა. როდესაც ახალგაზრდა კოლუმბიელ მცველს არჩევანი "აიაქსსა" და "ბარსელონას" შორის უნდა გაეკეთებინა, რჩევისთვის სწორედ ოსორიოს დაურეკა და საბოლოო ამსტერდამული კლუბი აირჩია, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა და გასულ ზაფხულში "ტოტენჰემში" გადავიდა.
"მისი ზარი მახსოვს. მან მკითხა, "აიაქსში" გადასულიყო, თუ "ბარსელონაში", რომელიც იმ დროს მისით დაინტერესებული იყო.
ვიფიქრე, დავინსონისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ მას ბევრი სათამაშო დრო ექნებოდა და სავარაუდოდ, "ბარსელონაში" მას ეს შესაძლებლობა არ მიეცემოდა. ის სათადარიგო იქნებოდა.
გადავწყვიტე, მისთვის ჰოლანდიაში წასვლა მერჩია. იქ მან კარგად ითამაშა და საბოლოოდ მისი შეძენა "ტოტენჰემმა" გადაწყვიტა." - აცხადებს ოსორიო Marca-სთან 21 წლის ფეხბურთელზე საუბრის დროს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]