"ბარსელონა" "რეალს" მოდუნების უფლებას არ აძლევს და ბრძოლას აგრძელებს
ლა ლიგის 37-ე ტურის მატჩი "ლას პალმასსა" და "ბარსელონას" შორის, კატალონიური კლუბის დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. ლუის ენრიკეს კოლექტივმა ჩემპიონატის გადამწყვეტ ფაზაში მორიგი 3 ქულა მოიპოვა.
დღევანდელ მატჩში მასპინძელთა კარში ნეიმარ და სილვამ ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. "ბარსას" შემადგენლობაში, გოლის გატანა ლუის სუარესმაც მოახერხა.
თავისი შეხვედრა მოიგო მადრიდის "რეალმაც". "სამეფო კლუბმა" ანალოგიური ანგარიშით სძლია ანდალუსიურ "სევილიას", რომელზეც მატჩის წინ "ბლაუგრანას" ქომაგები იმედებს ამყარებდნენ.
87 ქულით "ბარსელონა" და "რეალი" ლა ლიგის ლიდერები არიან, მაგრამ მადრიდელებს თადარიგში 1 შეხვედრა აქვთ "სელტას" წინააღმდეგ, რომელიც 17 მაისს გაიმართება.
[media=https://www.youtube.com/watch?v=kiG7V3lqM_0]
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]