სანდრო: "იმედი მაქვს, "ბარსელონას" გავაჩემპიონებ"
"მალაგას" თავდამსხმელი, "ბარსელონას" სკოლის აღზრდილი, სანდრო რამირესი კიდევ ერთხელ გამოთქვამს იმედს, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, "რეალს" გოლს გაუტანს და კატალონიურ კლუბს ტიტულის შენარჩუნებაში დაეხმარება.
პრიმერას ბოლო ტურში, "რეალი" "მალაგას" ეწვევა. ერთადერთი შანსი, რომ "ბარსელონამ" ტიტული შეინარჩუნოს, მადრიდული გუნდის წაგებაა. "მალაგას" ერთადერთი წევრი, რომელიც "რეალის" დამარცხების სურვილს ღიად აფიქსირებს, "ბარსას" ყოფილი თავდამსხმელი სანდრო რამირესია.
"იმედი მაქვს, გოლს გავიტან და "ბარსელონას" ჩემპიონობას მოვუტან. ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს ოცნებას ავიხდენ. "ბარსელონას" წინაშე ვალში ვარ და იმედი მაქვს, ამ გუნდს გაჩემპიონებაში დავეხმარები." - ციტირებს სანდროს სიტყვებს Marca.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]