”ბარსელონას” აქვს დადებითი ბალანსი დანიურ კლუბებთან

”ბარსელონას” აქვს დადებითი ბალანსი დანიურ კლუბებთან

”ბარსელონა” დანიურ კლუბებთან თამაშის შემდეგ, ხუთივე ორ რაუნდიან შეხვედრაში გამარჯვებული დარჩა.

კლუბის ისტორიაში ”ბარსელონამ” დანიურ კლუბებთან 10 მატჩი გამართა. 8 შეხვედრა კატალონიელებმა მოიგეს, 2 ფრედ დასრულდა. ბოლო შეხვედრა შედგა 2003-04 სეზონში. უეფას თასის გათამაშებაში ”ბარსამ” მიქაელ ლაუდრუპის ”ბრონდბიუ” დაამარცხა (0-1 და 2-1). მანამდე 1998-99 სეზონში ესპანელები კვლავ ამ გუნდს შეხვდნენ და ორივე მატჩში იმარჯვეს (2-0 და 0-2).

1989 წელს ”ბარსელონა” შეხვდა ”ორხუსს”, თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/4 ფინალში. ”ბარსელონამ”, რომელშიც ბრწყინავდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა სუბისარეტა, ხულიო სალინასი, ბაკერო, ალეკსანკო, გასვლით მატჩში 1-0 იმარჯვა. ”ნოუ კამპზე” მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.

1955 წელს ”ბარსა” შეხვდა კოპენჰაგენის ნაკრებს. დამაჯერებელმა გამარჯვებამ ”ნოუ კამპზე” (6-2) გასვლითი მატჩი ფორმალობად აქცია (1-1). და კიდევ, 1969 წელს, ”ბარსელონამ” მოიპოვა ლამაზი გამარჯვება, ორი მატჩის ჯამში 6-0. მათი მოწინააღმდეგე იყო ”ბოლდკლუბენ 1913”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.