დენისი ბელერინსა და დეულოფეუზე

დენისი ბელერინსა და დეულოფეუზე

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, დენის სუარესი თავისი თანამემამულის, ამჟამად "არსენალის" მარჯვენა მცველის მომავალში დარწმუნებულია და თვლის, რომ ექტორ ბელერინი კარიერას მშობლიურ კლუბში გააგრძელებს. რაც შეეხება ჟერარ დეულოფეუს, მისი მომავალი დენისისთვის ჯერ-ჯერობით ნათელი არაა.

"ბარსელონაში საუკეთესოები სურთ და საბედნიეროდ ბელერინს მოსვლა შეუძლია. არ ვიცი მათი მიზნები, მაგრამ მაღალი დონის ფეხბურთელებს მივესალმებით."

რაც შეეხება დეულოფეუს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელები ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდნენ, დენისისთვის მისი კატალონიაში დაბრუნება აშკარა ჯერ კიდევ არაა: "ჟერარმა "ლა მასიაში" დიდი დრო გაატარა და შემდეგ საკუთარი თავის საპოვნელად სხვა ქვეყნებს მიაშურა. ეს კი "მილანში" გააკეთა და ამ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ვიმედოვნებ, საუკეთესოს აირჩევს." - განაცხადა დენისმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #2 27 ივნისი 2017 13:04
    0
    მართალია დენისი ბელერინი და დეულოფეუ გაასწორებს!
    theodore bagwell
    სტუმარი [?]
    #1 27 ივნისი 2017 11:33
    0
    Belerini wunia dedas shevtxare